BBC – საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო წვრთნების პარალელურად, რუსეთი საზღვაო ძალების დემონსტრირებას ახდენს

სოსო ჯაჭვლიანი BBC-ზე

აშშ-მა და საქართველომ ერთობლივი წვრთნები გამართეს, მაშინ როდესაც რუსეთმა ფლოტის სიძლიერის დემონსტრაცია მოახდინა – ამ სათაურით სტატიას „ბიბისი“ აქვეყნებს.

როგორც BBC წერს, აშშ-სა და საქართველოს მსგავსი მასშტაბის სამხედრო წვრთნები ჯერ არასდროს გაუმართავთ. სამხედრო სწავლებებში სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“ 1600 ამერიკელი და 800 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობს. მანევრებში, რომლიც 12 აგვისტომდე გასტანს, პირველად მონაწილეობს ამერიკული მძიმე ტექნიკაც.

სტატიაში აღნიშნულია, რომ წვრთნები აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. ჟურნალისტი ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსეთ საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არსებობს.

„ეს ომი დასრულდა რუსეთის მიერ ორი თვითაღიარებული რესპუბლიკის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციით“ – წერს ბიბისი.

ამავე დროს სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო არ არის ნატოს წევრი, თუმცა ის ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სწრაფი რეაგირების ძალების წევრია.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამავე დღეს სანკტ-პეტერბურგში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების აღლუმი გაიმართა, რომელიც პირადად ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა. მდინარე ნევაზე 50-ზე მეტი სამხედრო გემი და წყალქვეშა ნავი მანევრირებდა. მეზღვაურებისადმი მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის ფლოტის მიერ ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ქობულეთში საქართველოს 4 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაპუტინი ყირიმელებს უკრაინული ბანკების ვალის გაუსტუმრებას ჰპირდება