პუტინი ყირიმელებს უკრაინული ბანკების ვალის გაუსტუმრებას ჰპირდება

რუსული ,,ტვ ზვეზდას,, ცნობით, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსეთი იღებს პასუხისმგებლობას და უკრაინული ბანკების წინაშე.
ახალი კანონის მიხედვით, უკრაინული ბანკების დავალიანების მქონე ყირიმის ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს, ვალების რესტრუქტურიზაცია ისე შეეძლებათ, რომ უკრაინულ ბანკებთან პირადი ურთიერთობა არ ჰქონდეთ.
აღნიშნული კანონით, ყირიმის მოსახლეობას შეეძლება მიმართოს მეანაბრეთა დაცვის ფონდს დავალიანების რესტრუქურიზაციის თხოვნით. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს კონკეტული პირის ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხს და მიიღებს დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილებასაც, თუ ამის საფუძველი იქნება.
,, კანონის მიღების აუცილებლობა გამოიწვია ყირიმში კოლექტორების გამოჩენამ, რომლებმაც უკრაინული ბანკებისაგან ყირიმელთა დავალიანება თითქოსდა გამოისყიდეს და ადგილობრივ მოსახელეობას ატერორებდნენ,, აღნიშნავს რუსული მედია.

banner
წინა სტატიაშიBBC – საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო წვრთნების პარალელურად, რუსეთი საზღვაო ძალების დემონსტრირებას ახდენს
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს კაპიტალი – 62 700 ჰექტარი უძრავი ქონება და მილიონობით გადარიცხული თანხა