ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ქრთამს ჩვეულებრივი პრაქტიკა უწოდა

ამერიკის სასამართლომ ფიფას სამი ყოფილი ჩინოვნიკის აღიარებები გამოაქვეყნა, რომელთა მიმართაც კორუფციის ბრალდებით მიმდინარეობს საქმის წარმოება. სამივე მათგანმა ბრალი აღიარა და კომპენსაციის 37,5 მილიონის გადახდას დათანხმდნენ. სამივე ეჭვმიტანილმა, მათ შორის ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეფი უებმა, გაანცხადეს, რომ ფიფაში ქრთამის აღება ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. კერძოდ, კი უებმა აღიარა, რომ “საკუთარ უფლებამოსილებას იყენებდა ქრთამის ასაღებად და ფულის გასათეთრებლად, პირადი გამორჩენის მიზნით”. ამასთანავე, დაამატა, რომ ის 2012 წელს პირდაპირ გააფრთხილეს, რომ სხვადსხვა კომპანიები მატჩების ექსკლუზიურ ჩვენებაზე ფულს შესთავაზებდნენ, და მან ჩათვალა, რომ მსგავსი გარიგებები ამ ბიზნესში ნორმალური იყო. უებმა ბრალი ოფიციალურად აღიარა 2012-2014 წლებში არაკანონიერად გამდიდრებაზე. მისი თქმით, მთელი ამ ხნის მანძილზე ის მატჩების ექსკლუზიური ჩვენებებისთვის ფულს იღებდა, მათ შორის, 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე. უების გარდა ბრალი ორმა, მასზე დაბალი რანგის ჩინოვნიკმა აღიარა – არგენტინელმა ალეხანდრო ბურსაკომ და ბრაზილიელმა ჟოზე მარგილეშმა. სამივეს შიდა პატიმრობა აქვს მისჯილი. საქმის განხილვა ივნისშია ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიBBC: ექიმები თვლიან, რომ ალცაიმერის მკურნალობა პროტეინით არის შესაძლებელი
შემდეგი სტატიააშშ-ს გაეროში ელჩის კორტეჟიდან მანქანამ ბიჭი სასიკვდილოდ გაიტანა