“ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოშიმშილე მოვაჭრეებმა ღამე კარვებში გაათენეს

სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოშიმშილე მოვაჭრეებმა ღამე კარვებში გაათენეს. დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, არა ერთი მიმართვის მიუხედავად არც ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციიდან და არც დედაქალაქის მერიიდან არ მიუღიათ შესაბამისი პასუხი.

მერიაში კი აცხადებენ, რომ კომპენსაციების გაცემა მერიის ვალდებულება არ არის.

სახელწმიფოსგან დახმარებას ამ დრომდე 350-მდე ადამიანი ელოდება, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ქონება.

banner
წინა სტატიაშიდაკავება იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით
შემდეგი სტატია„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების ანექსიის პოლიტიკას“ – მიხეილ ჯანელიძე