„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების ანექსიის პოლიტიკას“ – მიხეილ ჯანელიძე

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2017 10:39

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების ანექსიის პოლიტიკას“ – მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის დებატებზე სიტყვით გამოვიდა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო მინისტრმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. სებატების მთავარი თემა ევროპაში არსებული კონფლიქტები იყო.

ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია, ჩრდილოელი მეზობელი კვლავ განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას:

“საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციას. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ დიალოგის ფორმატი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხალხთა შორის კონტაქტები, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა. კონსტრუქციულად ვმუშაობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, მყარად მივყვებით ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს იმ ხალხთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას.

“საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება, რომ ჩაატაროს ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში, რათა რეგიონს გადაერქვას სახელი და ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტის მსგავსად, არის ამ პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურება. პარალელურად, აფხაზეთში არსებულმა საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტები, რაც კიდევ უფრო მეტად შეაფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაგმოს და წინ აღუდგეს ამ ქმედებებს,“-განახადა მიხეილ ჯანელიძემ.

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2017 10:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics