„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პროკურატურას საჩივრით მიმართავენ

სავაჭრო ცენტ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავარ პროკურატურას დღეს საჩივრით მიმართავენ.

საქმე ეხება მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება დაიძაბა.

დაზარალებულებმა ადმინისტრაციის წინ კარავი გაშალეს, პოლიციამ კი, მათ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის საშუალება არ მისცა.

დღესვე, დაზარალებული მოვაჭრეების მიერ მთავრობისთვის მიცემული 24-საათიანი ვადა იწურება.

მოვაჭრეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და უკვე ორი კვირაა მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობენ.

დაზარალებულთა ნაწილი შიმშილობას „ბავშვთა სამყაროს“ დამწვარ შენობასთან განაგრძობს.

banner
წინა სტატიაშიბაგრატ ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„სასამართლო სისტემა ცდილობს ლეგალური გახადოს დარღვევები რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებით“ – გიგი წერეთელი