„სასამართლო სისტემა ცდილობს ლეგალური გახადოს დარღვევები რუსთავი 2-ის საქმესთან მიმართებით“ – გიგი წერეთელი

უზენაესი სასამართლოსგან განმარტებებს ელოდება ოპოზიცია და არ გამორიცხავს იმას, რომ მართლაც შეიცვალა დიდი პალატის დაკომპლექტების თარიღი. მათი განცხადებით ხელისუფლება ცდილობს შეასრულოს ივანიშვილის დაკვეთები და ნებისმიერი ფორმით შეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა.

ოპოზიციის რიგებში მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მმართველი გუნდი დაინტერესებულია რუსთავი 2-ით და ცდილობს სასამართლოსთან ერთად გააყალბოს ფაქტები, ამით კი თავი გაიმართლოს სტრასბურგში.

„სამწუხაროა ის ამბავი, რომ იგივე სასამართლო სისტემა დღეს, ბუნებრივია ხელისუფლების თანადგომით და ხელშეწყობით, ცდილობს, რაღაცნაირად ლეგალური გახადოს ის დარღვევები, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არსებობს, ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მიზანმიმართულად და ზუსტად ხდებოდა დაგეგმვა იმისა, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ განხორციელებულიყო ეს მოქმედებები“, – აცხადებს გიგი წერეთელი.

banner
წინა სტატიაში„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები პროკურატურას საჩივრით მიმართავენ
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ვეტოს არც პრემიერი იზიარებს: იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პარლამენტმა