ბავშვთა დაცვის დღეს პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებასსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის დღეს, პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა.

საბჭომ სამი არასრულწლოვნის საქმე განიხილა და სამივე მათგანის შემთხვევაში გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორისაა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ.

banner
წინა სტატიაშიცნობილი თურქი ექიმი ქართველი ექიმებისთვის კონფერენციას გამართავს
შემდეგი სტატიაპარლამენტი რიგგარეშე სხდომებს 3-4 ივნისს გამართავს