პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს 3-4 ივნისს გამართავს

საქართველოს პარლამენტში რიგგარეეშე სხდომები გაიმართება.როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რიგგარეშე სხდომები 3-4 ივნისს გაიმართება.

მისივე თქმით, სხვადასხვა საკითხებთან ერთად რიგგარეშე სხდომაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უნდა განიხილონ.

„პრეზიდენტის შენიშვნები გადაეცეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და დაევალოს მას, მოამზადოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად, ანუ ჩაატაროს სხდომა და განიხილოს შენიშვნები. საკითხის არსს რაც შეეხება, კომიტეტის და პლენარულ სხდომაზე ყველას შეუძლია აზრის გამოთქვა. პროექტთან დაკავშირებით იყო ცხელი კამათი, ახლა ვნახავთ პრეზიდენტის შენიშვნების ირგვლივ როგორ წავა დავა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნები 30 მაისს გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიბავშვთა დაცვის დღეს პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაივანიშვილმა იმედისა და მაესტროს მითვისების სანაცვლოდ მედია-ცენზორ რუხაძეს ფეშქაშად „ლიბერთი-ბანკი“ გადასცა