ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს გამოწვევების დასაძლევად, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ძალას არ დაიშურებენ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დავით სერგეენკოსთან ერთად საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ესტუმრა.

„დღეს დავით სერგეენკოსთან ერთად, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ვესტუმრეთ. საოცარი თბილი გარემო დაგხვდა. ბავშვები ემოციურად გვიხსნიდნენ და გვათვალიერებინებდნენ თავიანთ სივრცეს, ფერადი ნახატები და მათ მიერ შესრულებული სიმღერა მართლაც დადებითი ემოციით გავსებს. ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ლაღ ცხოვრებას და ოცნებების ასრულებას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიქეთევან დედოფლის გამზირზე მეორე ეტაპის სამუშაოების განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება
შემდეგი სტატიაპარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილის აღიარების მიზნით კონკურსი გამოაცხადა