პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილის აღიარების მიზნით კონკურსი გამოაცხადა

1. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო (შემდგომში – საბჭო) ყოველწლიურად მადლობით აღნიშნავს გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილ წვლილს.
2. ამ ინიციატივით საბჭო აღიარებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ:
• ქალთა გაძლიერებას;
• გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას;
• გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
3. კონკურსი ტარდება ყოველწლიურად და გამოავლენს საუკეთესო შედეგის მქონე ორ პირს. კანდიდატების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა ხდება საბჭოს მიერ დამტკიცებული ამ წესის შესაბამისად.
4. კანდიდატთა რეგისტრაციისთვის აუცილებელია N1 დანართით დადგენილი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.
5. ნომინაციაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლია:
• საბჭოს წევრს;
• საბჭოს სამდივნოს;
• სახელმწიფო უწყებებს;
• სამოქალაქო სექტორს;
• მინიმუმ ათი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს.
6. გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის შესაძლებელია ნომინირებული იყოს როგორც ქალი, ისე კაცი აქტივისტები/უფლებადამცველები. კანდიდატად ნომინირებული შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი.
7. ნომინაციაზე წარდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• კანდიდატი თავისი საქმიანობით ხელს უნდა უწყობდეს საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას;
• კანდიდატის საქმიანობა უნდა ასახავდეს საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობას, რაშიც გამოიხატება მისი წვლილი გენდერული თანასწორობის მიღწევაში;
• კანდიდატის მიერ გენდერული თანასწორობის მიღწევაში შეტანილი წვლილი შეიძლება ვლინდებოდეს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით, რომელიც პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე.
8. კანდიდატების შერჩევა ხდება საბჭოს მიერ საგანგებოდ შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან:
• საბჭოს არანაკლებ ხუთი წევრი – საბჭოში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლობის პროპორციულად;
• გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არანაკლებ სამი ორგანიზაციის წარმომადგენელი;
• სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
9. საკონკურსო კომისია წარდგენილი კანდიდატების შეფასებას ახდენს N2 დანართით განსაზღვრული ფორმით.
10. N2 დანართით გათვალისწინებული შეფასების ფორმის შევსება ხდება საკონკურსო კომისიის თითოეული წევრის მიერ დამოუკიდებლად.
11. ქულათა დაჯამების შედეგად ვლინდება საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი.

დანართი 1

განაცხადის ფორმა

კანდიდატის წარმდგენი სუბიექტის დასახელება და საკონტაქტო პირის ინფორმაცია, იურიდიული მისამართი, ტელეფონი

კანდიდატის სახელი გვარი, საქმიანობის სფერო

გთხოვთ დაადასტუროთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი წინასწარ არის ინფორმირებული კონკურსში მონაწილეობის შესახებ და აცხადებს თანხმობას, მისი კანდიდატურის განხილვაზე

გთხოვთ, აღწეროთ (არაუმეტეს 500 სიტყვით) წარმოდგენილი კანდიდატის საქმიანობა და მისი წვლილი საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერების საქმეში.

განაცხადი ეგზავნება გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს ელექტრონულ მისამართზე: gender@parliament.ge

დანართი 2

შეფასების ფორმა

კანდიდატის სახელი/გვარი: —————————–
შეფასების ჯამური ქულა: ————-
კრიტერიუმი განსაზღვრება ქულა (მაქსიმალური ქულა 10)
მხარდაჭერა კანდიდატი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას
ინკლუზიურობა ქმნის ინკლუზიურ კულტურას გენდერული უთანასწორობის, ბარიერების, მიკერძოების გამოწვევების აღმოსაფხვრელად
საქმიანობა კანდიდატის საქმიანობა ასახავს საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ კონკრეტულ აქტივობას, რაშიც გამოიხატება მისი წვლილი გენდერული თანასწორობის მიღწევაში
მიზანმიმართული ქმედება საქმიანობის ფარგლებში იღებს ზომებს ბულინგის, შევიწროების ან დისკრიმინაციის შემთხვევების აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად
გავლენა/მასშტაბი კანდიდატის მიერ განხორციელებული პროგრამა ან ინიციატივა მიმართულია გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, აღწევს სასურველ შედეგს და/ან მნიშვნელოვნად დადებით გავლენას ახდენს კონკრეტულ პირთა წრეზე

კომისიის წევრის სახელი/გვარი: —————————

banner
წინა სტატიაშიბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ძალისხმევას არ დაიშურებს გამოწვევების დასაძლევად, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება და მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა