,,ბატონო რობერტ, ეს არის სირცხვილი თქვენი…თქვენ ახლა კრემლის საქმე გააკეთეთ”-ლაშა ბუღაძე რობერტ სტურუას

ეს არი სიმახინჯე ბატონო რობეტ, ეს არის სირცხვილი თქვენი,ეს არის ღალატი და წაქეზება საქართველოზე თქვენი პუტინიზმის ,ან კაგებეშნიკების და ისედაც ძალიან სახიფათო ,აგრესიული პროპაგანდისტების.თქვენ ახლა კრემლის საქმე გააკეთეთ ღიად-ასე ეხმაურება მწერალი ლაშა ბუღაძე რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს,რომელიც რუსულმა გამოცემებმა აიტაცეს.

პოსტი,რომელშიც ქართველი რეჟისორი ქვეყანაში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე წერდა,რომ “ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის” ლაშა ბუღაძე უსამართლოს და სამარცხვინოს უწოდებს

,,ძალიან უსამართლოა,რომ რობერტ სტურუა, პირდაპირი მნიშვნელობით,ადამიანი რომელმაც პირადად მე შემაყვარა თეატრი,ასე დეგრადირდა და ასეთ კატასტროფულ დეგრადაციას ვუყურებთ,რომელიც იყო უაღრესად დიდი ავტორიტეტი ბევრი ადამიანისთვის.

წელს ამ აქციებზე, სადაც თვალები დაუბრმავეს ახალგაზრდებს სტურუა წერს,რომ “ბოროტმა სულმა გაიმარჯვა” , ,,ნაცისტები ზეიმობენ”, ნაცისტები ძალიან საშინელი ტერმინია,ნაციონალებს გულისხმობს თუ?! ეს არის დასმენა ქართული საზოგადოების, სამარცხვინო პროპაგანდისტულ ,ვითომდა რუსულ თამაშში ჩართვა.

ეს არი სიმახინჯე ბატონო რობეტ, ეს არის სირცხვილი თქვენი,ეს არის ღალატი და წაქეზება საქართველოზე თქვენი პუტინიზმის ,ან კაგებეშნიკების და ისედაც ძალიან სახიფათო ,აგრესიული პროპაგანდისტების.თქვენ ახლა კრემლის საქმე გააკეთეთ ღიად”-აცხადებს ლაშა ბუღაძე

შეგახსენებთ,ერთ-ერთი რუსული გამოცემა, რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ღიად ავრცელებს,სადაც რეჟისორი წერს “ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის”. რუსული მედია წერს, რომ “ქართველი და რუსი მსახიობი, მოსკოვის თეატრის Et Cetera-ის მთავარი დირექტორი, რობერტ სტურუა, თბილისში საპროტესტო აქციებზე წერს”.

banner
წინა სტატიაშირობერტ სტურუა: ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი თანახმაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს