ბიძინა ივანიშვილი თანახმაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს

,,ბიძინა ივანიშვილი თანახმაა, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მან ფაქტიურად გუშინვე პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა ამის შესახებ, მაგრამ საკითხმა გუნდის შიგნით განხეთქილება გამოიწვია, დეპუტატები საპარლამენტო სავარძლებს ვერ ელევიან. ხვალ დღის ბოლომდე კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და განიხილავენ.

მე ვფიქრობ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანაბარ პირობებში აღმოჩნდება და ხალხის არჩევანი იქნება ნამდვილად დემოკრატიული.

უნდა მოხდეს სწორი პოლიტიკური განსაზღვრება რა გზას ადგას ქვეყანა, ეს გადაწყვეტილება კი ევროპასთან დაახლოების უფრო მეტი შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს”-წერს ჟურნალისტი რაულ ქირია.

banner
წინა სტატიაში,,ბატონო რობერტ, ეს არის სირცხვილი თქვენი…თქვენ ახლა კრემლის საქმე გააკეთეთ”-ლაშა ბუღაძე რობერტ სტურუას
შემდეგი სტატიაქვეყანაში შექმნილი ვითარება – პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა