“ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მე თქვენი პირადი მტერი ვარ”

საქალაქო სასამართლომ სულ რამდენიმე წუთის წინ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. თავისუფალი დემოკრატების წევრები მოსამართლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ.

„ეს არის აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო, საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ეს მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა. არ შევარჩენთ ამ გადაწყვეტილებას, მის გვარს და სახელს ყველა ბოძზე გავაკრავთ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მე თქვენთან ერთად იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთი უსამართლო სასამართლო იყოს. მე თქვენი პირადი მტერი ვარ დღეის შემდეგ,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

https://youtu.be/b0UQJV3Fy4c

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმე – ბრალდებულებს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს