თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს. ადვოკატები დღეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემო ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

“უმართლესი ადამიანები ბესიკ მურუსიძემ ციხეში გაუშვა. საერთოდ დანაშაული არ არსებობს, ამ ხალხს ჯილდოები ეკუთვნით, მაგრამ იმისთვის, რომ ზევით ასიამოვნონ, ამ შემთხვევაში ბატონმა მურუსიძემ სამშობლოსთვის მებრძოლი ხალხი 7 წლით გააგზავნა, მეცოდება ეს მოსამართლე, ეს არის საცოდავი ადამიანი. სამართლებრივად ნონსენსი მოხდა. არანაირი საფუძველი არ არსებობს. ეს არის მხოლოდ უზენაესი ხელისუფალის სურვილი. აქ ერთადერთი სამოტივაციო ნაწილში მოსამართლე თუ დაწერს იმას, რომ მიბრძანეს და გავაკეთეო. სამართლებრივად ნონსენსი მოხდა დღეს. საქმე არ არსებობს. ბუნებრივია გასაჩივრდება და გასაჩივრდება ბესიკ მურუსიძის განაჩენი ლევან მურუსიძესთან,“- განაცხადა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ.

როგორც ცნობილია, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაალჩინოსნებს 7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძეს და გიზო ღლონტს გამოძიება 4 მილიონამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება.

https://youtu.be/b0UQJV3Fy4c

banner
წინა სტატიაში“ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, მე თქვენი პირადი მტერი ვარ”
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” აქციებს აანონსებენ – პარტიაში დღეს სპეციალური განცხადება გაკეთდება