ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა.
“ბოლო 30 წლის განმავლობაში ბათუმში ასეთი უხვთოვლიანობა არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების ინფორმაციით, 1985 წელს თოვლის საფარის სიმაღლე 101 სმ დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს 1 საათში თოვა შეწყდება. ხვალიდან მოსალოდნელია უნალექო ამინდი”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგაზო შემთხვევა აბაშის მუნიციპალიტეტში
შემდეგი სტატია384 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა