384 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

384 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ განათლების სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ გაახმაურეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ვირუსული ინფექციებით დაავადებულ მოქალაქეთა რაოდენობის გამო მიიღეს.

დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე სასწავლო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 180 სკოლაში, მათ შორის თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლაში, შეწყდა.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი გურიის, აჭარის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში შეწყდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სასწავლო პროცესი 204 სკოლაშია შეწყვეტილი.

განათლების სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია, 3 დღის შემდეგ გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი. ამასთან ცნობილი ხდება, რომ გაცდენილი დღეების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება.

banner
წინა სტატიაშიბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა
შემდეგი სტატიალავროვმა არ გამორიცხა პუტინის და მარგველაშვილის შეხვედრა