ბათუმში საარჩევნო უბანთან დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, 51-ე საარჩევნო უბანთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი და რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდნენ. ვითარება უბანთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც დავით ბერძენიშვილი აღნიშნული ადამიანების ადგილზე ყოფნის მიზეზით დაინტერესდა.

ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ საარჩევნო უბანთან მანქანაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ქართული ოცნების კოორდინატორები არიან და დეტალურად იწერენ ინფორმაციას, ვინ მივიდა საარჩევნო უბანზე და ვინ არა. ბერძენიშვილი ამბობს, რომ შემდეგ კოორდინატორები იმ მოქალაქეებს უკავშირდებიან, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ და მათ დაშინებას ცდილობენ.

ბერძენიშვილის ბრალდებებს მოქალაქეები უარყოფენ. კითხვაზე რატომ სხედან ავტომობილში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბანთან, ისინი ამბობენ, რომ მოსწონთ ეს ადგილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა უკან არჩევნების დღეს დაიხია
შემდეგი სტატიანებისმიერი წინასწარი ინფორმაცია არ ეფუძნება რეალურ შედეგს- ცესკო