ირაკლი კობახიძე : ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა უკან არჩევნების დღეს დაიხია

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ოდესის დატოვებას არ აპირებს. განცხადება კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების დღეს დაიხია უკან.

“ძალიან საინტერესოა, რომ უკვე არჩევნების დღეს დაიხია ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა უკან. შეფასება თქვენთვის მომინდია. ეს ნათლად აჩვენებს იმ სურათს, რაც არის ჩამოყალიბებული დღეს საქართველოში, ყველა ხედავს ამომრჩევლის განწყობას და ეს განწყობა სათანადოდ დაფიქსირდება ცესკო-ს მიერ დღეს გამთენიისას“,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის მე-18 უბანზე „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის „მხარდამჭერთა სია“ აღმოაჩინეს -საია
შემდეგი სტატიაბათუმში საარჩევნო უბანთან დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა