ბათუმში, რესტორანში შვიდი ადამიანი მოიწამლა

პოლიციელმა 75 წლის ბაბუა სცემა?!

გუშინ ბათუმში, რესტორანში სტუმრობისას 7 ადამიანი მოიწამლა. მოწამლული ადამიანების ნაწილმა ინფექციურ სავადმყოფოს თავად მიმართა, ნაწილის გადაყვანა კი სასწრაფო დახმარების მანქანამ მოახდინა.

ადამიანების მოწამვლის ფაქტს ადასტურებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც. მათი თქმით სავარაუდოდ მოწამვლა რესტორან „შემოიხედე გენაცვალეში“ სალათი „ცეზარით“ მოხდა.

ამჟამად ხდება ანალიზების აღება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გარდა საკითხზე აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურიც მუშაობს, რომელიც რესტორანში საკვებ პროდუქტებს ამოწმებს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციაში ჯონ კერის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი