ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 6, 2016 14:52

ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი

galiგალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა
გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების
წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ
ხურჩაში საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების” მიერ
საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი.

ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების
წარმომადგენლებისგან მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა
ის წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, რისთვისაც აუცილებელია
აღნიშნული პირის დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცენტრალური ხელისუფლების
წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საქმის მასალები, კერძოდ
დნმ-ის ანალიზის, ბალისტიკური და სასამართო-სამედიცინო ექსპერტიზის
შედეგები.

საუბარი ასევე შეეხო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს
მოქალაქეების უკანო დაკავებების ფაქტებსა და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო
პროცესს, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ
მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

ქართულმა მხარემ ასევე დააყენა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს
მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 6, 2016 14:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics