ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაზარალებულის ნათესავია. მას პოლიცია ეძებს.
დაჭრილს კი გასულ ღამეს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ქართველი ექიმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
შემდეგი სტატია“ბახალას” განაჩენს ადვოკატი გაასაჩივრებს