ბათუმში ჯარისკაცი დაჭრეს

“22 იანვარს ქ.ბათუმში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე სავარაუდოდ ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ. გ. დაშავდა. მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ. გ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება”,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,კუსტარულად დამონტაჟებული მილიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა”- “ყაზტრანსგაზ-თბილისი” „დირსის“ კომპლექსში გაზის გაჟონვაზე
შემდეგი სტატიაროს უილსონი “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აფასებს