როს უილსონი “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აფასებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პროცესს შეიძლება ჰქონდეს გავლენა ანაკლიაზე, არამედ იმიტომ, რომ ამერიკული მფლობელობაც არის ამ ბანკში“, – განაცხადა უილსონმა.

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს.

“აშშ მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. იყო ასევე საუბარი “ოპეკის“ მხრიდან მის დაფინანსებაზე, ასევე საუბარია ევროპის ბანკის მხრიდან გარკვეული თანხების გამოყოფაზე. ჩვენი სურვილია ამერიკელმა ინვესტორებმა საქართველოში წარმატებულად იმოღვაწეონ და ზუსტად ეს არის იმის განმაპირობებელი, თუ როგორი იქნება ჩვენი მოქმედება მომდევნო პერიოდში“, – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ჯარისკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიააფხაზეთის მიტოვებული ქართული სასაფლაოები (ვიდეო)