ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ოთხი ავტომობილი გაქურდეს

ბათუმში გვიან ღამით ოთხი ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა ინასარიძის ქუჩაზე მოხდა.

ეზოში ჩასულ მეპატრონეებს დილით ავტომანქანებიდან სხვადასხვა აქსესუარი და ავტომობილის ნაწილი მოპარული დახვდათ.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ ავრცელებს.

ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. საქართველოს ​​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინება დღეს დილით შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – პროპორციული არჩევნები მოგვიტანს პარლამენტში ზუსტად იმ განწყობების ასახვას, რაც არის რეალურად საზოგადოებაში
შემდეგი სტატია“ოცნების” საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია, გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩაივლის