“ოცნების” საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია, გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩაივლის

“ოცნების” საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია, გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩაივლის. სასტუმრო “შერატონთან” პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

სამართალდამცველების ყოფნა სავარაუდოდ სასტუმროსთან მიმდინარე აქციას უკავშირდება. ისინი მმართველი გუნდის წევრებს “სირცხვილის დერეფანს” უწყობენ. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას 12 დღეა არ ესმის ხალხის ხმა – გადააყენოს თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრი.

მმართველი გუნდის ნაწილი უკვე სასტუმროში იმყოფება. ადგილზე ელოდებიან “ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც. მასაც “სირცხვილის დერეფანში” მოუწევს გავლა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ოთხი ავტომობილი გაქურდეს
შემდეგი სტატიაგახარია წადი! – ბანერი აქციის მონაწილეებმა გიორგი ახვლედიანს, მმართველი გუნდის წევრებთან გაატანეს