ბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში აჭარაში გრიპის ვირუსით, 53 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ერთი კვირის წინ სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმართა.

პაციენტი დღეს დილით რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ექიმების განცხადებით, პაციენტს გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა ჰქონდა. შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია და დაფიქსირებულია A ტიპის ვირუსი.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი „სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის“ თავმჯდომარედ აირჩიეს
შემდეგი სტატიაქართულმა ოცნებამ თუ კვლავ შეცდომები დაუშვა, “ნაციონალები” არათუ შეინარჩუნებენ ელექტორატს, უფრო გაძლიერდებიან