ქართულმა ოცნებამ თუ კვლავ შეცდომები დაუშვა, “ნაციონალები” არათუ შეინარჩუნებენ ელექტორატს, უფრო გაძლიერდებიან

“2019 წელს ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს – სერიოზული რეფორმა გაატაროს, ინსტიტუციური წესრიგი აღადგინოს პრემიერის პოსტზე დაბრუნებით და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს. ამან შეიძლება სახიფათო სპირალიდან გამოგვიყვანოს.

“წლის მთავარი ნეგატიური შედეგი ის არის, რომ სიძულვილის ესკალაცია ძალიან მაღალი იყო. მივიღეთ მკვეთრი დაპირისპირება არა მარტო პოლიტიკურ ელიტებს შორის, არამედ საზოგადოებაში. ხალხი გაიხლიჩა და უარს აცხადებს დიალოგზე. ქართულ პოლიტიკას დაპირისპირება არასდროს აკლდა, მაგრამ ის, რომ სოციალურ ჯგუფებს ერთმანეთი სძულთ, ასეთი რამ არ ყოფილა…

ფაქტია, რომ სისტემურმა შეცდომებმა და ხშირ შემთხვევაში სიბრიყვემ მიიყვანა ხელისუფლება იქამდე, რომ თითქოს თამაშიდან გაყვანილი პარტია 300 000-კაციანი ამომრჩევლიდან 800 000-მდე ავიდა. ეს ელექტორატი “ნაცმოძრაობასთან” იმიტომ კი არ დაბრუნდა, რომ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” უფრო არ მოსწონს. ასე რომ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წაიყვანს “ქართული ოცნება” ქვეყნის საქმეს. თუ კვლავ შეცდომები დაუშვა, “ნაციონალები” არათუ შეინარჩუნებენ ელექტორატს, უფრო გაძლიერდებიან. თუ ხელისუფლება მოახერხებს მმართველობითი სისტემის გამართვას და ამომრჩევლის პრობლემების აღმოფხვრას, “ნაცმოძრაობა” ისევ დარჩება ერთ-ერთ რიგით პარტიად”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან”.

banner
წინა სტატიაშიბათუმში გრიპის ვირუსით 53 წლის ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„საქართველოს მოქალაქის ხმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მიიტანოს ე.წ. ხელისუფლებამდე“ – „ძალა ერთობაშია“ აქტიურ მოქმედებებზე გადადის