ბათუმში გაზის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ერთი პიროვნება დაშავდა. დაზარალებული სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

banner
წინა სტატიაშისაოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის მონიტორინგის საგანგაშო ანგარიში
შემდეგი სტატიაპუშკინის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 3 აპრილამდე შეზღუდული იქნება