პუშკინის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 3 აპრილამდე შეზღუდული იქნება

პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით, დღეს ღამის სამი საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამ დროისათვის მიმდინარეობს გზის გაფართოების სამუშაოები, ინერტული მასალის შეტანა და საყრდენი კედლის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეზღუდვა კვირას, 3 აპრილს მოიხსნება. პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებასა და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას. აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, აქედან გამომდინარე, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP” აწარმოებს და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,950,000 ლარი დაიხარჯება.

პუშკინის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 3 აპრილამდე შეზღუდული იქნება

banner
წინა სტატიაშიბათუმში გაზის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ევროკომისარი, დიმიტრის ავრამოპულოსი ეწვია