ბათუმში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, არიან დაშავებულები

ძლიერმა ქარმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მრავალსართულიან სახლს სახურავი გადახადა.

არსებული ინფორმაციით, სახურავის ნაწილი ქუჩაზე ჩამოვარდა და ავტომანქანები დააზიანა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, არიან დაშავებულები.

როგორც აგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ბათუმში ძლიერი ქარის გამო, 11 შეტყობინება შევიდა. მათი ინფორმაციით, ძირითადად დაზიანებულია ხეები, ხოლო ჭავჭავაძის გამზირზე საცხოვრებელს სახურავი გადახადა.

banner
წინა სტატიაშიპიროტექნიკის აფეთქების გამო, თბილისის 71-ე ბაღის სამი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატია15 იანვრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება