ბათუმში დაკავებული 6 პირი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ან დისკრიმინაციული მიმართვის ფაქტს არ ადასტურებს

დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის აჭარის რეგიონის წარმომადგენელმა ციალა ქათამაძემ განუცხადა.

ციალა ქათამაძისთვის უცნობია, მოხდება თუ არა დაკავებულების გათავისუფლება.

ომბუდმენის აპარატის წარმომადგენლები აქციას ამ დრომდე აკვირდებიან და როგორც ადგილობრივებს, ასევე სამართალდამცველებს, სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

მისი ინფორმაციით, ბათუმში ამ ეტაპზე მდგომარეობა დაძაბულია.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების ბათუმის პოლიციის სამმართველოს ეზოში შეჭრას ცდილობენ. აქციაზე შეკრებილები სამართალდამცველების მიერ დაკავებული 6 პირის გათავისუფლებასთან ერთად, საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვენ და პატრულის მიერ ჯარიმების გახშირებული დაწერის ფაქტებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აჭარის უმაღლეს საბჭოს “ქართული ოცნების” წევრები მივიდნენ.

ბათუმში ვითარება ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 3 პირი დააკავა.

https://youtu.be/y1ew8ZMV6ZY

banner
წინა სტატიაშინიკა მაჭუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს დაკავებული თანამდებობის დაკავებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაბათუმში აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს