ბათუმში აჭარის სუს-ის უფროსის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ხანგოშვილი-

ბათუმში აჭარის სუს-ის უფროსის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს.

ფარნავაზ მეფის 182 ნომერში მდებარე კორპუსიდან, სადაც ირაკლი ერისთავი, ოჯახთან ერთად, ცხოვრობს, წაღებულია ძვირფასი ნივთები, რომლის ღირებულება 20 ათას ლარს აჭარბებს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ხალვაში, აცხადებს, რომ მძარცველი ადრე ნასამართლევი, სამართლებრივ დევნაში მყოფი ბათუმის მცხოვრებია.

„ერთ-ერთი კრიმინალი, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო ბინის ქურდობებზე, პროკურატურას ჰყავდა დაკავებული, რომელზეც სპეციალურად, განზრახვით გაუშვეს წინასწარი დაკავების ვადები და იქნა განთავისუფლებული ეს პირი, ზედმეტ სახელად “ყარამანა”, რის შემდეგ ისევ მიმდინარეობდა სამართლებრივი დევნა ამ პირის მიმართ, რა დროსაც მას სპეციალურმა სამსახურმა ფარული მეთვალყურეობისათვის მიამაგრა თანამშრომლები და ამ თანამშრომლებს თავისი უფროსის სახლში შეეპარათ, გაუქურდათ თავისი უფროსი და დღეს ისევ იქნა დაკავებული,“ – განაცხადა გია ხალვაშმა.

banner
წინა სტატიაში,,საჭიროა რაგბის გულშემატკივრობა და მობილიზაცია, როგორც აქ, ისე არჩევნებში”
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა