,,საჭიროა რაგბის გულშემატკივრობა და მობილიზაცია, როგორც აქ, ისე არჩევნებში”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე მივიდა, სადაც მატჩის პირდაპირი ტრანსლაციაა.

„გამარჯვების მოლოდინი და იმედი ძალიან ძლიერია, მაგრამ წინასწარ არანაირი მილოცვა. საჭიროა გულშემატკივრობა და მობილიზაცია, როგორც აქ, ისე არჩევნებში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას აპირებს არჩევნების მეორე ტურზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ გამარჯვებას აპირებს.

„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს ფლორენციაში „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე ერკინებიან. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყო. რაგბის გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, მატჩს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურონ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი დაიკარგა
შემდეგი სტატიაბათუმში აჭარის სუს-ის უფროსის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს