ბრეგაძე – ყველამ ვიხილეთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიის, განსხვავებული აზრის მიმართ, ესენი არიან ბოლშევიკები

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ყველამ იხილა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიასთან და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან.

ბრეგაძის თქმით, განსხვავებული აზრის გამო, პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანებს აწამებდნენ.

„საზოგადოებისთვის უცხო არაფერია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ესენი არიან ბოლშევიკები, რომლებსაც ამჟამად მოხვეული აქვთ ევროკავშირის დროშა და ცდილობენ, საზოგადოებას თავი მოაჩვენონ ანგელოზებად. სინამდვილეში, ეს ადამიანები წარმოადგენენ იმ რეჟიმს, რომელიც აწამებდა ადამიანებს, ამის უამრავი მტკიცებულებაა. ესაა ის რეჟიმი, რომელმაც დაამკვიდრა, რომ სისტემას უფლება ჰქონდა, გაეუპატიურებინა ადამიანები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების შეფასებისას.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, დასავლეთი იანუკოვიჩსაც დათანხმდა არჩევნების ექვსი თვით გადადებაზე, არ დათანხმდა აჯანყებული მაიდანი და შედეგად, იანუკოვიჩი გაიქცა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა კრემლში შეხვედრა გამართეს