ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდი “პორტერი” შემოვიდა

საქართველოში ამერიკის საელჩო ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდ “პორტერის” შემოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბათუმში ამერიკული გემი “პორტერსი” შემოვიდა. საზღვაო ხომალდ შავ ზღვასა და აჭარაში მესამედ იმყოფება. ვიზიტის მიზანი NATO-ს წევრ და მოკავშირე ქვეყნებს შორის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ერთობლივი მზაობის განვითარებაა.

“სიხარულით მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდ “პორტერს” შავ ზღვასა და ბათუმის ულამაზეს პორტში, სადაც უკვე მესამედ შემოდის. ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა,” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს