მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთის წყაროს მოძიება კი გრძელდება.

„გუშინ იყო 908 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ სამი ახალი და ამჟამად არის 911 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები შვიდით გაიზარდა და გახდა 768. სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი შემთხვევა, ერთი ახალი შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს მოძიების თვალსაზრისით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 129 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შონია : გიორგი გახარიამ უდიდესი საფრთხეები აარიდა საქართველოს!
შემდეგი სტატიაბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ხომალდი “პორტერი” შემოვიდა