ბათუმის ინციდენტის პოლიტიკურად “ნაციონალურ მოძრაობაზე” ჩამოკიდება მარტივია, მაგრამ არასწორი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განსხვავებული აქცენტების ეთერში ბათუმში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს. მისი თქმით, არასწორია როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ საკუთარი პრობლემების სხვაზე გადაბრალებას.

“ის იყო და რჩება ძალიან მძიმე შეცდომად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების, როდესაც საკუთარ ქმედებებს თუ სიტყვებს ადრიან, იმ 9 წლის განმავლობაში ხდებოდა ასე და ასე. ანუ სტანდარტად მოყვანილია თუ რა იყო გუშინ და უკვე კმაყოფილებას გამოხატავენ, როდესაც რაღაც ცოტა უკეთესად არის. ბათუმის ინციდენტის პოლიტიკურად ნაციონალურ მოძრაობაზე ჩამოკიდება მარტივია, მაგრამ ეს არასწორი იქნება, ეს მორიგი არასწორი მცდელობა იქნება იმისა, რომ საკუთარი პრობლემები დავმალოთ და სხვას ჩამოვკიდოთ. ეს არასწორია,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს ქვეყნის სწორ გზაზე დაყენების შანსი, თუმცა, მისივე განცხადებით, “თუ ეს პოლიტიკური ძალა თავის თავის ანაბარა დარჩება, ამ შანსს ვერ გამოიყენებს და კიდევ უარესი მოხდება.”

“უარესი, ინსტიტუტების დასუსტება, მეტი ქაოსი, ნაკლები სახელმწიფოებრიობა, ნაკლები სამართლიანი წესრიგი ქვეყანაში, მეტი აფეთქებების შანსი და შესაძლებლობა,“ – აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს
შემდეგი სტატიაშეინიშნება ძალიან ბევრი რუსული მეთოდი ევროპისკენ სვლაში