შეინიშნება ძალიან ბევრი რუსული მეთოდი ევროპისკენ სვლაში

ქართული სახელმწიფო დღევანდელი მთავრობის ხელში, ადგას ევროპის გზას, უბრალოდ, შეინიშნება ძალიან ბევრი რუსული მეთოდი ევროპისკენ სვლაში. ამ რუსულმა მეთოდებმა დაღუპა უფრო მკაფიოდ დემონსტრირებული პროევროპული წინა ხელისუფლება. სწორედ პრორუსული მეთოდებია მედიის რაღაცა ტიპის ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა, საკონსტიტუციო უმრავლესობები პარლამენტში, სასამართლოზე რაღაცა ტიპის გავლენები. პრობლემა იმაშია, რომ რუსული მეთოდებით ევროპისკენ სვლამ ერთხელ კრახამდე მიგვიყვანა, მე არ მინდა, რომ ეს გაგრძელდეს დაუსრულებლად-განაცხადა განსხვავებული აქცენტების ეთერში დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმდომარე მიიჩნევს, რომ სტრასბურგით უკმაყოფილოების მხრიდან იყო სხვა გზებზე ფიქრის სიმპტომები.

“მე დავინახე სიმპტომები იმისა, რომ იმ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმის თაობაზე, ხომ არ არის შესაძლებლობა სხვა გზით რაიმე გაკეთდეს. მე მინდა დავიჯერო და ამ წუთის მდგომარეობით მჯერა, რომ მთავრობაში, ხელისუფლებაში, პრემიერმინისტრის ჩათვლით და ბევრი სხვა ადამიანის ჩათვლით, არის ხალხი, ვინც სახელისუფლებო წრეებში გამოთქმულ ამ რჩევას, წინადადებას თუ პოზიციას არ გაიზიარებს და ბოლომდე არ მიიყვანს.

ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებულ-აღშფოთებული ხალხის მხრიდან იმ ტიპის რეაქციები წამოვიდა, რომლებმაც არ გაამყარა საქართველოს მოსახლეობაში პროევროპული განწყობები და გააღვივა სხვა ტიპის განწყობები, რაც შეინიშნება ხოლმე სხვადასხვა წრეებში, რომ ბრიუსელიდან და სტრასბურგიდან ვიმართებით. ეს დროული შეძახილი, რჩევა, რეკომენდაცია უნდა იქნას ძალიან მკაფიოდ გააზრებული, რომ აქ ჩვენ საქმე არ გვაქვს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში განლაგებულ სასამართლოებთან, რომლებთან მიმართებაშიც ძალიან ხშირად არის იმ ტიპის გამოინათქვამები, რომლებიც აქ, ჩვენთან იხარშება. ევროპულ სისტემაში, ამ ტიპის მცდელობაც კი, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, რაიმე გზით იქნეს გვერდავლილი, იქნება კიდევ უფრო გამწვავება ჩვენი მდგომარეობის”-განაცხადა განსხვავებული აქცენტების ეთერში დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ინციდენტის პოლიტიკურად “ნაციონალურ მოძრაობაზე” ჩამოკიდება მარტივია, მაგრამ არასწორი
შემდეგი სტატიაამირან სალუქვაძე: დღეიდან ყველა დარღვევა, რომელიც საოკუპაციო საზღვართან მოხდება, დაკავშირებული არა ცხინვალის მარიონეტებთან, არამედ რუსეთის სახელით იქნება