დავით უსუფაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს

დავით უსუფაშვილი აქტიურ პოლიტიკურ ველში დაბრუნებას გეგმავს. მისი თქმით, საკმაოდ ბევრი აქტიური ადამიანის გვერდით დაყენებას აპირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელი რაღაც პერიოდის განმავლობაში პოლიტიკურ საქმიანობას არ შეეხება.

„ქვეყანას სჭირდება ძალიან სერიოზული და ფუნდამენტური შეცვლა,“ – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

განსხვავებულ აქცენტებში დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ პრორუსული მეთოდებია მედიის ჩარჩოებში მოქცევა და სასამართლოების მიმართ განხორციელებული ქმედება.

„პოლიტიკური პარტია იქნება აუცილებლად, მაგრამ ეს არ იქნება ერთადერთი და წამყვანი,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი ჟურნალისტის შეკითხვას დაეთანხმა, რომ ის იქნება „ივანიშვილის პრინციპულ ოპოზიციაში“.

banner
წინა სტატიაშიForeign Policy: გიულენის შესახებ მცირეოდენი კონკრეტული მტკიცებულებაც არ არსებობს
შემდეგი სტატიაბათუმის ინციდენტის პოლიტიკურად “ნაციონალურ მოძრაობაზე” ჩამოკიდება მარტივია, მაგრამ არასწორი