ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა თურქეთს დახმარება სთხოვა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტომ (TİKA), საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ბათუმის ბოტანიკურ ბაღს დახმარება გაუწია.
თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს (TİKA) დახმარება, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმართ, „ტყის დაზიანებისგან დაცვის“ პროექტის ფარგლებში, საჭირო პრეპარატების მიწოდებით განახორციელდა.
როგორც TİKA-ს წარმომადგენლობა აცხადებს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექციამ მათგან, პარაზიტული მცენარეების წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარება ითხოვა.
,,105 წლის ბათუმის ბოტანიკური ბაღისათვის შესაბამისი პრეპარატები გადავეცით. პროექტის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის დასაცავად, ართვინის სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს TİKA-მ მსგავსი დახმარება 2016 წელსაც გაუწია,,- აცხადებს თურქული საერთაშორისო ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე 4 წინადადებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაორი ჩინური გემი ერთმანეთს შეეჯახა