ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე სასწორებს დააყენებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილების ტვირთის სიმძიმის გასაკონტროლებლად, სპეციალურ სასწორებს დააყენებენ და იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილები ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, კანონით განსაზღვრულ ტვირთის ზღვრულ ნორმას გადააჭარბებს, დაჯარიმდებიან.

ბათუმი – ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე ინერტული მასალის მომპოვებელ კომპანიებს, მდინარის სანაპიროდან ამოღებული მძიმე ტვირთი ყოველდღიურად გადააქვთ, ტვირთის სიმძიმეს კი, არავინ აკონტროლებს.

„არ არის სახარბიელო მდგომარეობა გზაზე, მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს ხელისუფლების, საგზაო დეპარტამენტისა და იმ სამსახურების მხრიდან, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ გზებზე ტვირთის სიმძიმე. დღეს საუბარი გვქონდა საგზაო დეპარტამენტთან აღნიშნულ საკითხზე და დავგეგმეთ მოეწყოს შესაბამისი სპეციალური სასწორი, რომელიც გააკონტროლებს თუ რა მოცულობის ტვირთით გადაადგილდება ავტომობილები. აუცილებლად მკაცრად დაისჯება ის კომპანიები, რომლებიც დადგენილ ზღვრულ ნორმას გადააჭარბებენ,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ.

banner
წინა სტატიაში,,აღარც ნდობა მაქვს და აღარც რაიმეს მოლოდინი”- მალხაზ მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : ყველას სანქცირება და შავ სიაში შეყვანა უნდა მოხდეს, ვისაც ტატუნაშვილის მკვლელობასთან კავშირი აქვს