“ბასიანის” მფლობელი დაკითხვაზე დაიბარეს

“ბასიანის” მფლობელი ზვიად გელბახიანი დაკითხვაზე დაიბარეს. ზვიად გელბახიანი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს უნდა მივიდეს. გამომძიებლებს გელბახიანთან კითხვები, 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აქვთ.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების ფონზე, რომ კლუბების მეპატრონეებს ნარკორეალიზატორებთან კავშირი არ აქვთ, გელბახიანისთვის გაუგებარია მისი გამოკითხვის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ის მზადაა გამომძიებლების ყველა კითხვას უპასუხოს.
„სიმართლე გითხრათ არც ვისი რატომ ვარ დაბარებული, როდესაც შს მინისტრი პირად საუბრებში ადასტურებს, რომ ბასიანის დამფუძნებლები არ არიან არც ერთ ნარკოგარიგებების მონაწილე, დაახლოებით 10 დღეზე მეტი გავიდა და ზუსტად არ ვიცი რატომ იწელება ეს პროცესი. ხომ არ არის დაკავშირებული დაგეგმილ აქციებთან. “ბასიანიც” და დამფუძნებლებიც ხომ არ არიან მძევლები,“-აცხადებს გელბახიანი

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნების მკვლელობა და დანაშაულის დაფარვა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაბოლოო ამოცანა უნდა იყოს, რომ ადამიანები ნარკოტოკის მოხმარებისთვის ციხეში არ უნდა წავიდნენ – ზოიძე