ბაშარ ასადმა თურქეთი სირიაში ინტერვენციაში დაადანაშაულა

ბაშარ ასადმა თურქეთი სირიაში ინტერვენციაში დაადანაშაულა

ბაშარ ასადმა თურქეთი სირიაში ინტერვენციაში დაადანაშაულა. რუსული სააგენტო “რია ნოვისტისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთის ჯარი სირიის ტერიტორიაზე იბრძვის.

“ერდოღანისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ ბრძოლა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. თურქეთის ჯარი ეს არის ერდოღანის ჯარი, რომელიც დღეს სირიაში ომობს”, – განაცხადა ბაშარ ასადმა.

სირიის პრეზიდენტის თქმით, თურქეთის ლიდერი რეჯიპ ტაიპ ერდოღანი ტერორისტებს უჭერს მხარს. “ის პირდაპირ უჭერს მხარს ტერორისტებს. ის აძლევს მათ უფლებას გადაადგილდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, განახორციელონ მანევრები ტანკების გამოყენებით”, – აღნიშნა ასადმა.

ტერორისტული დაჯგუფებების მხარადჭერაში თურქეთს რუსეთიც ადანაშაულებს. მოსკოვის მტკიცებით, თურქეთის ხელისუფლება “ისლამური სახელმწიფოსგან” ნავთობს ყიდულობს.

თავად ერდოღანმა აღნიშნული ბრალდებები არაერთხელ უარყო და განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს, თუკი ამ ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენენ.

banner
წინა სტატიაშიThe Times: თურქი მესაზღვრეები სირიელ ლტოლვილებს კლავენ
შემდეგი სტატიაგატაცებული EgyptAir-ის სტიუარდესამ გამტაცებელს „სულისშემძვრელი“ უწოდა