The Times: თურქი მესაზღვრეები სირიელ ლტოლვილებს კლავენ

arabi-ltolvilebiთურქი მესაზღვრეები სირიელებს, რომლებიც ომისგან გამორბიან, კლავენ – წერს The Times-ი, სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე.
ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი 4 თვის მანძილზე საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას მესაზღვრეებმა 16 მიგრანტი დახვრიტეს, მათ შორის 3 ბავშვი.
ორგანიზაცია „თავისუფალი სირიის პოლიცია“, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უჭერს მხარს, ასევე თურქეთში მცხოვრები სირიელი კონტრაბანდისტები ამბობენ, რომ მსხვერპლის ნამდვილი ოდენობა უფრო მეტია.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ევროკავშირში საემიგრაციო კრიზისი დაიწყო. ლტოლვილები რამდენიმე მარშრუტით, მათ შორის თურქეთის ტერიტორიით ეგეოსის ზღვისკენ საბერძნეთში გადადიოდნენ. გასულ წელს ამ გზით 850 ათასმა ლტოლვილმა ისარგებლა.
მიმდინარე წლის 18 მარტს ევროკავშირის ქვეყნებმა საემიგრაციო კრიზისის გადასაჭრელად პროექტი დაამტკიცეს, რომელიც თურქულ მხარესთან უნდა შეთანხმდეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს 2016 წელს 8,2 მილიარდ რუბლს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაბაშარ ასადმა თურქეთი სირიაში ინტერვენციაში დაადანაშაულა