ბარსელონაში რეფერენდუმის წინ სიტუაცია იძაბება

ბარსელონაში და კატალონიის რეგიონის სხვადასხვა ქალაქში ათასობით სტუდენტია ქუჩაში გამოსული, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. სტუდენტებს გადაკეტილი აქვთ ბარსელონაში რამდენიმე ქუჩა და ხელში უჭირავთ ე.წ. “ესტელადა” – დამოუკიდებლობის მომხრეთა არაოფიციალური დროშა.
ბარსელონაში პარალელურად იმართება მეორე, ერთიანი ესპანეთის მომხრეთა მიტინგი. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ, გამოხატავენ ნეგატიურ დამოკიდებულებას მომავალ რეფერენდუმთან დაკავშირებით. მიტინგის მონაწილეები მიესალმენ სამოქალაქო გვარდიის გამოჩენას ბარსელონას ქუჩებში. ისინი თვლიან, რომ “დამოუკიდებლობის რეფერდუმის” გამართვა დაძაბავს სიტუაციას ქვეყანაში.
ესპანურმა პოლიციამ, რომელიც ასრულებს ოფიციალური მადრიდის განკარგუოლებას, წინა დღით გაანადგურა “დამოუკიდებლობის რეფერნდუმის” 2,5 მილიონი ბიულეტენი, თუმცა რეფერენდუმის მომხრეებს ეს არ ანაღვლებს, ისინი ახალ ბიულეტენებს ბეჭდავენ.

banner
წინა სტატიაშინატა ფერაძე: ერთი ჭორვილელი ხიხო უცვლის ჩემს ქალაქს გარეგნობას და ამაზე იცვლება კანონები
შემდეგი სტატიაირანი და ერაყი ქურთისტანის წინააღმდეგ ერთიანდებიან