ნატა ფერაძე: ერთი ჭორვილელი ხიხო უცვლის ჩემს ქალაქს გარეგნობას და ამაზე იცვლება კანონები

„არჩევნებზე მივალ და ხმას მივცემ არა კალაძეს, ეს იქნება თუ არა ალეკო, დარწმუნებული აღარ ვარ. არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეთ და მეორე ტური უნდა გაიმართოს, თუ მეორე ტურში გავა ალეკო, მას მივცემ ხმას, თუ გავიდა ზაალი, ან ელენე მათ მივცემ ხმას,“ – ეს განცხადება გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში პარტიზანმა მებაღემ, ნატა ფერაძემ, გააკეთა.

მან მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, რომლის მხარდამჭერიც იყო ფერაძე, საკრებულოში გუშინ განვითარებული მოვლენების დროს პასიურობის გამო გააკრიტიკა.

„გუშინ ალეკოს ქცევაში ძალიან დიდი შეცდომა დავინახე. ელენე ხოშტარია დარბაზში შეშვებას არ ითხოვდა, როგორც შემდეგ ალეკო ამბობდა, ის ითხოვდა, რომ ეს ორი საკითხი განხილვიდან ამოგვეღო. ეს იყო ერთადერთი ბერკეტი, რითიც შეგვეძლო, ქალაქი გადაგვერჩინა. მარტო ელენე კი არ უნდა დაეცვა, ქალაქი უნდა დაეცვა,“ – აღნიშნა ნატა ფერაძემ.მან პანორამა თბილისის პროგრამა  გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ტურისტების რიცხვი კლებულობს, რადგან მათთვის საინტერესო ისტორიული ცენტრი ქრება.

„მთლიანად, ერთი ჭორვილელი ხიხო უცვლის ჩემს ქალაქს გარეგნობას და ამაზე იცვლება კანონები. ამაზე, უცებ, საკრებულოში, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ცვლიან ზონებს, რაც არის სრულიად დაუშვებელი. იმის მაგივრად, რომ ქართულმა ოცნებამ და მე არ გავყოფდი ნარმანიას და კალაძეს იმიტომ, რომ ერთი გუნდია, შეპირებული სარეკრეაციო ზონები დაგვიმატონ, სარეკრეაციო ზონებს უცვლიან ზონებს,“ – განაცხადა ნატა ფერაძემ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს ტოვებს
შემდეგი სტატიაბარსელონაში რეფერენდუმის წინ სიტუაცია იძაბება