ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ბარსელონაში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდობით იუწყება, დაპატიმრებულები ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები. მათი ასაკი 33-დან 48 წლამდე მერყეობს.

კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.

პოლიციამ დაზარალებულების დახმარებით დაადგინა ის სახლები, რომლებიც სავარაუდოდ ეჭვმიტანილებმა გაძარცვეს. ამოღებულია 100-ზე მეტი მოპარული ნივთი. მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოები.

banner
წინა სტატიაშინარკოდანაშაულისთვის გორში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა