პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში თაღლითურად დაეუფლა 3 მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს.

პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული 1 მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ორს თბილისში მდებარე ლომბარდებში მიაკვლია.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატია“არ ვარ პოლიტიკაში და არც ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას” – ვასილ სოფრომაძე