ბარაკ ობამა: სექსიზმთან ბრძოლა მამაკაცის ვალდებულებაა

სენატის არჩევნებში მონაწილემ ობამას

4ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალ Glamour-ისთვის სტატია დაწერა, სადაც ის ხსნის, თუ რატომ თვლის თავს ფემინისტად. მისი თქმით, სექსიზმთან ბრძოლა მამაკაცის ვალდებულებაა.
ობამა წერს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ქალები იყვნენ და იმ მსხვერპლზე საუბრობს, რაც მისმა მეუღლემ, მიშელმა გაიღო. კერძოდ, ობამამ აღიარა, რომ ბავშვების აღზრდით მიშელია დაკავებული.
21-ე საუკუნეში ფემინიზმის იდეა მდგომარეობს იმაში, როცა ყველა თანაბარუფლებიანია და ყველას დიდი თავისუფლება აქვს – თვლის აშშ-ს პრეზიდენტი.
“პროგრესმა, რომელსაც უკანასკნელი 100 წლის, 50 წლის და 8 წლის განმავლობაშიც კი, მივაღწიეთ, ჩემი ქალიშვილების ცხოვრება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, ვიდრე ის ქონდა ჩემს ბებიას. და ამას მე ვამბობ არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც ფემინისტი” – წერს ობამა. ამასთანავე, მისი აზრით, ძალიან ხშირად ვხვდებით სტერეოტიპების მსხვერპლი, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები და მამაკაცები.

ადრე ფორუმზე, რომელიც ქალთა უფლებებს ეხებოდა, ობამამ საკუთარ თავზე თქვა: “აი, როგორ გამოიყურება ფემინისტი”.

ობამა ქალების შესახებ საკუთარი გამონათქვამების გამო რამდენჯერმე გააკრიტიკეს.
2013 წელს მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ კალიფორნიის გენპროკურორს ქვეყანაში ყველაზე ლამაზი ქალი უწოდა.

banner
წინა სტატიაში“ჯანელიძის დღევანდელი განცხადება, ფაქტობრივად, არის აღიარებითი ჩვენება
შემდეგი სტატიაერთი წლის მანძილზე რუსეთში 7,5 ტონა სანქცირებული პროდუქტი გაანადგურეს